სილიკონის ანაბეჭდი აღარ გვჭირდება
კლინიკაში მუშაობს 3Shape TRIOS 3 Move+ — ინტრაორალური სკანერი, რომელიც სრულ თანკბილვას დაახლოებით 60 წამში იღებს.
This piece is currently available in Georgian only.

ვიზიტის ის ეტაპი, რომელსაც პაციენტების უმეტესობა ყველაზე უსიამოვნოდ იხსენებს, ციფრული სკანირებით ჩანაცვლდა. ფორმა, სილიკონი და ლოდინი აღარ არის — სკანერი კბილებს ფერის ზუსტი გადმოცემით იღებს, რთულად მისადგომ უბნებშიც.
ეკრანი პაციენტისკენ ბრუნდება: TRIOS Smile Design-ით მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი სავარძელშივე ჩანს, დაწყებამდე. ლაბორატორიისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მოდელი ციფრულად მიდის და ანაბეჭდის დეფორმაციით გამოწვეული შეცდომები ქრება.


